ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 11. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება.

2.შენობისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი  კ-1 არის მიწისპირა სართულის (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პირველი მიწისზედა სართულის) იატაკის ზედაპირის (მათ შორის, ტერასის, აივნის, ერკერის, გარდა გარე კიბის, ბაქნის ან/და სხვა არაექსპლუატირებადი სივრცისა და სამანქანო პანდუსისა, რომელიც არ არის გადახურული ან/და არ არის შენობაში მოქცეული) გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.

3.მიწის  ნაკვეთის  განაშენიანების  კოეფიციენტით  განსაზღვრულ  საანგარიშო ფართობში, გარდა განაშენიანების ძირითადი დებულებებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე არ შედის: ა) სამშენებლო მოედანზე მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობა; ბ) შენობათა გამჭვირვალე, წყალგაუმტარი მასალით გადახურული შიდა ეზოები, „ზამთრის ბაღები“ და „პასაჟები“. ამავე დროს, ამ ნაწილებთან ერთად შენობები არ შეიძლება იკავებდნენ შესაბამისი მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტს; გ) ცალკე მდგომი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ი, მათ შორის სათბურები.

4.რთული რელიეფის მიწის ნაკვეთებზე ტერასული  შენობებისთვის მიწის  ნაკვეთის  განაშენიანების  კოეფიციენტით  განსაზღვრული  საანგარიშო ფართობი გამოითვლება მიწის ზედაპირთან შეხებაში მყოფი ნაწილის გარე პერიმეტრის ორთოგონალური პროექციის ფართობით.

5.კ-1 მაჩვენებელი მრგვალდება მეათედის სიზუსტით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის დადგენილება №38-26 - ვებგვერდი, 02.04.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9-15 - ვებგვერდი, 26.02.2026 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121321411036935 (დ…8 (და…35 (დ…36 (დ…34 (დ…3311
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…დედაქალაქის მიწათსარგე…ქ. თბილისის მუნიციპალი…საქართველოს სივრცის და…მშენებლობის ნებართვის …საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა