„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 13. - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გადაცემა
1. პერსონალური მონაცემი, რომელიც შეიცავს რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ მოსაზრებებს ან რელიგიურ ან სხვა მრწამს, სავაჭრო კავშირების წევრობის თაობაზე ინფორმაციას ან შეეხება ჯანმრთელობას და სექსუალურ ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს გადაცემული თუ ეს არის უკიდურესად აუცილებელი ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.
2. მხარეებმა უნდა მიიღონ დაცვის შესაბამისი ზომები, კონკრეტულად შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ უპასუხონ ამ კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა განსაკუთრებულ მგრძნობელობას, როგორც ეს ნახსენებია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში.
