ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ; ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; გ) ბიომეტრიული მონაცემი − ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, ტერფის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი); გ 1 ) გენეტიკური მონაცემი − მონაცემთა სუბიექტის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება; დ) მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; ე) მონაცემთა ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება; ე 1 ) მონაცემთა ნახევრად ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და არაავტომატური საშუალებებით დამუშავება; ვ) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება; ზ) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სა ტელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება ; თ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით ; ი) მონაცემთა დამმუშავებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას; კ) უფლებამოსილი პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით; ლ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა; მ) მესამე პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა; ნ) ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშ იც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით; ო) ფაილური სისტემის კატალოგი − ფაილური სისტემის სტრუქტურისა და შინაარსის დეტალური აღწერილობა; პ) ფაილურ სისტემათა კატალოგებ ის რეესტრი − რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ფაილური სისტემების დეტალურ აღრიცხვას; ჟ) მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება ; რ) მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია , რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს; ს) საიდენტიფიკაციო ნომერი − პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ან კანონით განსაზღვრული, ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც შესაძლებელია ფაილური სისტემიდან ( სადაც საიდენტიფიკაციო ნომერი ასევე დამუშავებულია) მონაცემთა მოძიება ან გამჟღავნება; ტ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და ახორციელებს ამ კანონით ან/და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ტ 1 ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში დასაქმებული პირი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და ამ კანონის 40 4 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი; უ) პირდაპირი მარკეტინგი − ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება; უ 1 ) ფარული საგამოძიებო მოქმედება − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება; უ 2 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო; უ 3 ) კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; უ 4 ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; უ 5 ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; უ 6 ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ფ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274); ქ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274); ღ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274); ყ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3300); შ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274); ჩ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3274); საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2869 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №479 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3300 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2199 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №24 · ძალაშია 15 დეკ. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
30 მარ. 2017 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 11
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2023
- · გამოქვეყნდა 13 იან. 2022
„ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში გამონაკლისი ახლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურია, „მ“-დან ამოღებულია „ნებისმიერი“, „ტ“ ქვეპუნქტი განმარტავს სამსახურის უფროსს, ხოლო დაემატა „უ¹“–„უ⁶“ ტერმინები.
- · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019
- · გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის“ განმარტება კანონში აღარ არის.
- · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017
მე-2 მუხლში „უფლებამოსილი ორგანოს“ განმარტება შეიცვალა სააგენტოს განმარტებით, კონტროლის ელექტრონული სისტემების განმარტებები გადაიგზავნა სააგენტოს შესახებ კანონზე და დაემატა ახალი ტერმინები, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია.
- · გამოქვეყნდა 30 ნოე. 2014
მე-2 მუხლს „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები, რომლებიც განმარტავს უფლებამოსილ ორგანოს, კონტროლის ელექტრონულ სისტემას და მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემას.
- · გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014
გაფართოვდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ჩამონათვალი, გენეტიკური მონაცემი ბიომეტრიულისგან ცალკე ცნებად გამოიყო („გ 1“), დამუშავების განმარტებაში დაემატა ნახევრად ავტომატური საშუალებები და ახალი „ე 1“ ქვეპუნქტით განისაზღვრა ნახევრად ავტომატური დამუშავება.
მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში მონაცემთა დამმუშავებლის დეფინიცია დაზუსტდა „პერსონალურ“ მონაცემებზე მითითებით და დაემატა დამუშავების უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით განხორციელება.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250
ავთანდილ კუჭავა
CEO
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

