„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 15. - პერსონალური მონაცემების შესწორების , დაბლოკვის და წაშლის უფლება
1. მონაცემის სუბიექტს აქვს უფლება მოსთხოვოს მხარეს, რომელმაც დაამუშავა პერსონალური მონაცემები ამ შეთანხმების შესაბამისად, რომ შეასწოროს, დაბლოკოს ან წაშალოს მონაცემები, რომლებიც არასწორი ან არასრულია ან თუ მათი შეგროვება, შემდგომი დამუშავება ან შენახვა ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას ან მხარეთა შესაბამის წესებს. ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რასაც ეს მოთხოვნა ეფუძნება.
2. მონაცემთა სუბიექტის ან ინფორმაციის გამცემი ქვეყნის შეტყობინებით ან სხვა გზით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო სხვა მხარისგან არის არასწორი, მან უნდა გაატაროს ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ აღკვეთოს არასწორი ინფორმაციის გამოყენება, რაც შეიძლება გულისხმობდეს ასეთი ინფორმაციის ჩანაცვლებას, წაშლას ან შესწორებას.
3. თუ მ ხარეს ეცნობება, რომ ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო ამ შეთანხმების საფუძველზე, იწვევს ეჭვს მის სიზუსტესთან დაკავშირებით ან თუ მეორე მხარე შეაფასებს ინფორმაციის ან წყაროს სანდოობას, მან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს.
