Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 40¹⁴

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 40¹⁴. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება

რედაქცია №33კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.03.2024.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
თემები:GDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობასექტორული შესაბამისობარეგულატორული დაცვაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში; ვ) დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2.მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და მათი შესრულების შესახებ აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

3.თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას.

4.თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

5.თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

6.მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 იან. 2012 – 1 მარ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022

    ახალი მუხლი ითვალისწინებს სამსახურის ღონისძიებათა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვალდებულებას და სასამართლოში გასაჩივრებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 40¹³შემდეგი მუხლი 40¹⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჩანაწერების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება (მუხლი 157)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება/გამოყენება (მუხლი 157)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2023 · №33

  • 1 ცვლილება · ბოლო 13 იან. 2022
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 40¹²მუხლი 40¹³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 52სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება
  • 27მონაცემთა უსაფრთხოება
  • 16მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 20პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 15- პერსონალური მონაცემების შესწორების , დაბლოკვის და წაშლის უფლება
  • 12- პერსონალური ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა
  • 17- მონაცემთა უსაფრთხოება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18¹პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

პროკურატურის შესახებ

  • 67¹პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 67უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 35სამსახურის უფლებები და მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹40¹²40¹³206767¹151217355227167640¹⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…საერთაშორისო დაცვის შე…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოსა და ევროჯა…საქართველოს სამოქალაქო…