მუხლი 12. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
რედაქცია №3 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 9 დეკ. 2025
1. კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა.
2. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად მიიჩნევა კერძო მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კერძო მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. კერძო მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
