„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 19. ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის , ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების ცალმხრივად შეწყვეტის რეგისტრაცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეწყვიტოს ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების რეგისტრაცია, თუ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, დაინტერესებულ პირს გააჩნია გარიგების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება.

2.თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია უქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

3.თუ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ ვადაში თანხის მხოლოდ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, რეგისტრაცია შეწყდება შესაბამისი კომერციული ბანკის მიერ გაცემული ცნობის ან საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება სახელშეკრულებო პირობების დარღვევა.

4.სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეწყვიტოს ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების რეგისტრაცია, თუ გასულია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამავე დოკუმენტით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2320264²27556227216426171419
მნიშვნელობით ახლოს,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა