Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებმუხლი 4²

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 4². სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოსთვის სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვებსერვისის ან/და სხვა ელექტრონული კავშირის მეშვეობით უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას (ან აღრიცხვისას) ტექნიკური გაუმართაობის ან/და ელექტრონული კავშირის შეფერხების შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ვერ იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ან/და ვერ გადაამოწმებს მას, სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობის აღმოუფხვრელობის ან/და ელექტრონული კავშირის აღუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დამატებითი გადამოწმების გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით აგრძელებს (ასრულებს) სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სააგენტო რეგისტრაციას ან აღრიცხვიდან მოხსნას განახორციელებს მხოლოდ გამსხვისებლის მიერ მისთვის უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას გამსხვისებლის მიერ მისთვის ცნობილი უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მოტყუებულ შემძენს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავოს მას გარიგების ბათილად ცნობაზე.

4.სააგენტოს ან მის თანამშრომელს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 იან. 2008 – 30 ივლ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 9 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    მე-4 პუნქტში პასუხისმგებლობის გამორიცხვა გავრცელდა ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციაზე; „სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის“ ნაცვლად ახლა მითითებულია აღრიცხვიდან მოხსნა.

  2. 30 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    დაემატა 4² მუხლი, რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესს ელექტრონული კავშირის გაუმართაობისას: 5 წუთამდე შეჩერება, შემდეგ რეგისტრაციის გაგრძელება, გამსხვისებლის განცხადება, შემძენის უფლება ბათილობაზე და სააგენტოს პასუხისმგებლობისგან დაცვა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4¹შემდეგი მუხლი 4³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №42

  • 2 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2014
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 13¹სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის
  • 8სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება
  • 7სააგენტოს მომსახურების ვადები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 53სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება
  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები
  • 13გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 281¹დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 21სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 35ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 28 (დანართი 1)პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 62სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2113¹8735281¹6253591328 (დ…54²
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…საჯარო რეესტრის შესახე…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026