აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვა და გამოფენა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 21 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა მუდმივად  აღმართულია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაზე, აგრეთვე იმ შენობაზე სადაც იმართება მისი სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაზე; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა გამოიფინება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებებზე.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების და დაცვის სხვა შემთხვევებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 26 აპრ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 აპრ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4 (და…28 (დ…2 (და…1436736385
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა