აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2.მთავრობის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თა­ნამ­­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამ­დე­ბობის პი­რებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას; ე) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ზ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს; თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; ი) წარადგენს კანონის პროექტს უმაღლეს საბჭოში; კ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კა­ნო­ნებს; ლ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის კა­ნონ­მ­დე­ბლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 24 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ნოე. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია თავმჯდომარის უფლებამოსილება, დანიშნოს და გაათავისუფლოს მისი მოადგილე; რჩება მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22 (დ…21 (დ…110133091211319128
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა