ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღარ აქვს უფლება იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 15 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მუხლს დაემატა პირველი პუნქტის ნუმერაცია და ახალი მე-2 და მე-3 პუნქტები: მთავრობას გადაუდებელ შემთხვევაში კანონით მოუწესრიგებელ საკითხზე დადგენილების მიღება შეუძლია, მაგრამ 1 თვეში უნდა წარადგინოს კანონპროექტი, ხოლო უმაღლესი საბჭოს მიერ 3 თვეში მისი მიუღებლობისას დადგენილება ძალას კარგავს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1220¹10723¹1211137116211
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა