აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 28

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – „წარმომადგენლობა“) წარმოადგენს მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.

2.წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

3.წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით.

4.წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას მთავრობა ახორციელებს მთავრობის აპარატის მეშვეობით.

5.წარმომადგენლობის დებულებაზე, რომელსაც მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვრცელდება ამ კანონის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

6.წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მთავრობასთან შეთანხმებით.

7.წარმომადგენლობის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

8.წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე – წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადით.

9.წარმომადგენლობა ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. თავი X სამსახურებრივი ზედამხედველობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ნოე. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2721 (დ…5419311123182028
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა