აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მთავრობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონ­სტი­ტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში: ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინი­ს­ტროე­ბის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქ­ვეუწ­ყებო დაწესებულებების დე­ბუ­ლებებს; გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებასა და სტრუქტურას; დ) ქმნის მთავრობის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებუ­ლე­ბებს; ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მინისტრის აქტი; ვ) შეიმუშავებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექ­ტს; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს; თ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში; ი) ქმნის საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა ან/და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამინისტრო), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამტკიცებს აღმას­რუ­ლე­ბელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობათა სარგოებს; ლ) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მარ­თვას; მ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას; ნ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ო) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საარ­ქივო საქმიანობის მართვას; პ) უფლებამოსილებას ანიჭებს  სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს) მთავრობის სახელით განახორციელოს ქმედება ან/და გასწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას; ჟ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 მარტის კანონი №08-ს - ვებგვერდი, 03.04.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ნოე. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
513756322111221285
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა