Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებმუხლი 13

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 13

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, პრემიერმინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და მთავრობის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.

2.მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.

3.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით.

3¹.მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

4.მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა. საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №314 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №549 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1545 – ვებგვერდი, 29.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/1 – ვებგვერდი, 16.09.2026წ. თავი VI სამინისტრო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 სექ. 2026· გამოქვეყნდა 16 სექ. 2026

    13-ე მუხლის პირველ პუნქტში მთავრობის ადმინისტრაციის შექმნის მიზნებიდან სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის უზრუნველყოფა შეიცვალა პრემიერმინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის კოორდინაციისა და მთავრობის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის ხელშეწყობით.

  2. 29 აპრ. 2026
  3. 17 ნოე. 2025
  4. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
  5. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 14 მაი. 2025
  6. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 21 თებ. 2025
  7. 16 მაი. 2014

    13-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში „მთავრობის კანცელარია“ ყველგან შეიცვალა „მთავრობის ადმინისტრაციით“, მათ შორის დებულების დამტკიცების ნორმაში.

  8. 5 ივლ. 2012

    მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად პირველ პუნქტში დასახელდა პრემიერ-მინისტრი, ხოლო მე-2 პუნქტი კანცელარიის უფროსის შესახებ ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №52

  • 8 ცვლილება · ბოლო 16 სექ. 2026
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 8
  • 20
  • 5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 15
  • 3
  • 6

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 13

საქართველოს კონსტიტუცია

  • 54მთავრობა
  • 55საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 22საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებები საჯარო სამსახურის სფეროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 3სამინისტროს ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82053545562215361313
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №52 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026