აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს მთავრობის სხდომების მეშვეობით.

2.მთავრობის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.

3.მთავრობის სხდომას იწვევს, ხელმძღვანელობს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე.

4.მთავრობის სხდომაში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მთავრობის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირების მოწვევაც.

5.მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.

6.მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

7.მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8.მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 24 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ნოე. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში სხდომის მოწვევა, ხელმძღვანელობა და დღის წესრიგის განსაზღვრა მხოლოდ თავმჯდომარის უფლებამოსილებაა; მოადგილისთვის დავალების შესაძლებლობა ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12109110114149128121189112
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა