Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 13

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს უმაღლეს საბჭოს სხვა ორგანოებთან ურთიერთობებში; ბ) უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; გ) უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს ორგანოებისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირთა საქმიანობას; დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებს. საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს; ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად უგზავნის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვა აქტებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; კ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმიანობას; ლ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში სვამს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს; მ) რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას; ნ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს; ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მივლინებაში წარგზავნის საკითხებს; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს უმაღლესი საბჭოს ღირსებისა და უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას. განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ოდენობას; რ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ტ) უმაღლესი საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში; უ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს; ფ) ამტკიცებს უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ქ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 აპრ. 2023
  2. 24 აპრ. 2014
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-04-19
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 120უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
  • 18უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უფლებამოსილებები
  • 9უმაღლესი საბჭოს თანამდებობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 9უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
  • 8უმაღლესი საბჭოს სტატუსი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 3უმაღლესი საბჭოს სტატუსი
  • 12მთავრობის თავმჯდომარე
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 8¹მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1281201891976931248¹13
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026