საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 50. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტყის მართვის ორგანო სამეურნეო ჭრით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაო და დასამზადებელი მერქნის მოცულობა.

3.ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი სამეურნეო ჭრით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი ზედამხედველობით. ამ უფლების მოპოვებით ეს პირი ტყითმოსარგებლე ხდება. აღნიშნული პირი იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3035666529¹25² (…811545933950
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა