Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 93

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 93. ხეტყის დამზადების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფის ფარგლებში.

2.ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს.

3.ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

4.ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5.ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა.

6.ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.

7.ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.

8.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი.

9.ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2027 წლის 1 იანვრამდე.

10.ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ.

11.ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების ხეტყით (მრგვალი ხეტყე (მორი) და საშეშე მერქანი) უზრუნველსაყოფად დაშვებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრით, სანიტარიული ჭრით, მოვლითი ჭრით და სარეკონსტრუქციო ჭრით ხეტყის დამზადება, აგრეთვე ამ კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნის გაცემა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12.ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2245 – ვებგვერდი,13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 25 ნოემბრის კანონი №1072 – ვებგვერდი, 27.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 ნოე. 2025
  2. 1 ივლ. 2026
  3. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  4. 24 დეკ. 2021

    93-ე მუხლის მე-11 პუნქტი გაფართოვდა სასაზღვრო პოლიციის სათბობი შეშით და სანიტარიული ჭრით, ხოლო დაემატა მე-12 პუნქტი ტყეკაფების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 92შემდეგი მუხლი 94

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №8

  • 4 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 37მუხლი 69

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38რაჭის დაცული ტერიტ… 6²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 50სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველი
  • 38ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება
  • 51ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 7ხე-ტყის დამზადების ბილეთი
  • 10ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი
  • 8ხე-ტყის დამზადება

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

  • 6მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 29¹მერქნული რესურსის გაცემის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 63ხეტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა
  • 66უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით

მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

  • 5გარდამავალი დებულებანი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 303მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30356366629¹710838376950516²93
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…რაჭის დაცული ტერიტორიე…სატყეო მეურნეობის მართ…ბუნებრივი რესურსებით ს…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026