საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

1¹.სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის  სათანადო ლიცენზიის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2¹.( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).

2².( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).

2³.ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3.ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა:

1.ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2.ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

3.თუ ამ მუხლის 2 3 ნაწილით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ამ ანგარიშში ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის მფლობელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5594– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №566 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №582 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 29 მაი. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  3. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    პირველ და მე-2 ნაწილებში ჯარიმა გაორმაგდა (1 000 და 2 000 ლარი) და კონფისკაციის ობიექტებად იარაღი და ხე-ტყე განისაზღვრა; დაემატა შენიშვნა სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისას მე-3 ნაწილის ჯარიმის გასამმაგებისა და ცხრამაგების შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    66-ე მუხლიდან ამოღებულია 2¹ ნაწილი (შეშის დამზადება დოკუმენტების გარეშე) და მისი განმეორებით ჩადენის 2² ნაწილი.

  5. 66-ე მუხლის პირველ პუნქტში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელისა და სხვა ლიცენზიის მფლობელის ნაცვლად ვალდებულნი არიან „საერთო მაუწყებელი“ და „სხვა მაუწყებელი“. 3 საათში 90 წამის ნორმა უცვლელია.

  6. 66-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² ნაწილები, რომლებიც ადგენს პასუხისმგებლობას ფიზიკური პირის მიერ დოკუმენტების გარეშე სათბობი შეშის დამზადებისთვის: პირველად გაფრთხილება, განმეორებით 500 ლარის ჯარიმა.

  7. · გამოქვეყნდა 13 მაი. 2011

    66-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლა ეხება ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადებასა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 500 ლარის ჯარიმით; მეორე ნაწილში დადგენილია განმეორებითობის სანქცია 1000 ლარით და დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები 2000 და 4000 ლარის ჯარიმებით.

  8. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    66-ე მუხლის პირველი ნაწილის დოკუმენტთა ჩამონათვალი დაკონკრეტდა და ჯარიმა ოთხასიდან ხუთას ლარამდეა, ხოლო მე-2 ნაწილით ახალი დარღვევა დაემატა.

  9. 66-ე მუხლი ახლა ეხება ტყითსარგებლობას ლიცენზიის, ხელშეკრულების ან ბილეთის გარეშე ან მათი პირობების დარღვევით, ჯარიმა ორმოციდან ორას ლარამდეა.

  10. 66-ე მუხლში მოქალაქეთა ჯარიმა შრომის ანაზღაურების სამ, თანამდებობის პირთა — ათ მინიმალურ ოდენობამდეა; დაემატა კანონის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3032121232222128²6572¹21311321303861166
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ზოგიერთი ადმინისტრაციუ…ამნისტიის შესახებსაქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა