ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 17 5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1.ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული; ბ) მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ და ამასთანავე, ამ ობიექტზე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა.

2.ამ დადგენილების მიზნებისათვის, დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17⁵56103³141¹141³141685181¹ (დ…19 (დ…1
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…პროდუქტის უსაფრთხოების…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა