,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

მუხლი 5. დაუსრულებელი ობიექტის ლეგალიზების თავისებურებანი

რედაქცია №6

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ წესის პირველი მუხლის 2 1 და 2 2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს არქიტექტურული პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულება. ამ წესის პირველი მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს მიშენების გაზრდას ან/და დამატებითი სართულის (მანსარდის) დაშენებას.

2.ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 დღეში შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას (არა უმეტეს 1 წლისა) დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რის შესახებაც გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მაისის ბრძანებულება №271-სსმIII №77, 30.05.2008წ., მუხ.824 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 მარტის ბრძანებულება №184-სსმIII №31, 24.03.2010წ., მუხ.450

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
341324141¹93141⁸24 (დ…183615
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…,,პროექტის შემთანხმებე…ობიექტის დაუმთავრებელ …მშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…მშენებლობის პროექტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა