სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

მუხლი 4 (დანართი 1). საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში მიღებაზე უფლებამოსილი პირი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს: ა) საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს (სარგებლობს); ბ) ფიზიკურ პირს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საკუთრებაში არ გადაეცემა ამ დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), თუ: ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა უსასყიდლოდ ან/და სიმბოლურ ფასად (1000 ლარამდე); ბ) როგორც დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით; გ) საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი  ფართი.

3.ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში არ გადაეცემა: ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს; ბ) თუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სამხედრო დანიშნულებით ან/და მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემას, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება №2/1/1606 – ვებგვერდი, 30.05.2025წ.

4.ამ დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) შესაბამისი პირისათვის (მათ შორის, დევნილისათვის/დევნილი ოჯახისათვის) საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს სახელმწიფოს ან/და სამინისტროს მიერ მის მიმართ აღებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების (მათ შორის, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის) შესრულებას. შესაბამისად, ამ პირის (მათ შორის, დევნილის/დევნილი ოჯახის) მიმართ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად  ჩაითვლება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება №2/1/1606 – ვებგვერდი , 30.05.2025 წ .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2196³19146152245 (და…2 (და…6¹ (დ…4 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…საქართველოს ოკუპირებულ…სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სასოფლო-სამეურნეო დანი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა