ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასაცხოვრებელი ფართობი – შენობის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად; ბ) დევნილი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დევნილის სტატუსის მქონე პირი; გ) დევნილი ოჯახი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახი; დ) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ვ) იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა არ არის დამოკიდებული სხვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე; ზ) მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან); თ) საბინაო ფონდი – ფართობების ერთობლიობა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სამსახურებრივი სარგებლობის ფართობის სტატუსი; ი) საცხოვრებელი ფართობი – შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად; კ) ფლობა (მფლობელობა) – საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე ფაქტობრივი ბატონობა. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტებები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

