Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებმუხლი 5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

მუხლი 5. აჭარის

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 18 აგვ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789

ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების წესი 1. პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საპატიო წოდება ენიჭება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად.

2.ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და საპატიო წოდება ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი  დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და საპატიო წოდება მიენიჭოს, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

3.პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი აჯილდოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. პირს საპატიო წოდებას ანიჭებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, მუნიციპალიტეტის მერის ან/და სხვა თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე.

4.პირს, რომელიც ჯილდოვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო, ხოლო პირს, რომელსაც ენიჭება საპატიო წოდება გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სამკერდე ნიშანი.

5.დაჯილდოებულ პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს და შესაბამის მოწმობას, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს საპატიო წოდებას და სამკერდე ნიშანს საზეიმოდ გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

6.დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ მიენიჭოს საპატიო წოდება, თუ კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.პირის გარდაცვალების შემდეგ მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საპატიო წოდების მინიჭების შემთხვევაში ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

8.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილებით.

9.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და შესაბამისი მოწმობის, აგრეთვე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდების მოწმობისა და სამკერდე ნიშნის აღწერილობებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 აგვ. 2020

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

  • 3აჭარის
  • 8აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს  ჩამორთმევა
  • 4აჭარის

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

  • 4საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 22 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
  • 17 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები
  • 21 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 20აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ფინანსური უზრუნველყოფა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 4უმაღლესი საბჭოს ჯილდოები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 9

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 4
  • 2

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22 (დ…17 (დ…21 (დ…42494384205
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 აგვ. 2020 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026