აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

მუხლი 3. აჭარის

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 18 აგვ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების პირობები 1. ტბელ აბუსერისძის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში – მმართველობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, განათლების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. ტბელ აბუსერისძის  ორდენი სამი ხარისხისაა: ა) ტბელ აბუსერისძის  III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამორჩეული საქმიანობისათვის; ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი  კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის; გ) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისათვის.

3.საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ხელოვნების, სპორტის ან საზოგადოებივი ცხოვრების სხვა სფეროში მოღვაწე პირს   შესაბამისი სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4.ამ მუხლით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება დაჯილდოვდეს  არაუმეტეს 3-3 პირი.

5.საპატიო წოდება კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება მიენიჭოს  არაუმეტეს 6 პირს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁸15³3363427513719203
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა