Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებმუხლი 4

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობებისა და წესის შესაბამისად.

2.ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ჯილდოვდება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქე და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3.პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. პირს ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე.

4.დაჯილდოებულ პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

5.დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს იმავე ან სხვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს სიკვდილის შემდეგაც.

6.საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

7.ორდენის აღწერილობასა და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

8.შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1-ისა.

9.საქართველოს სახელმწიფო  პრემია გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების მიხედვით. კონკურსის პირობები და მის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

10.საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისი პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას.

11.საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მეცნიერების, ხელოვნების ან/და ლიტერატურის დარგში საქმიანობენ.

12.დასაშვებია ერთსა და იმავე დარგში ორი ან ორზე მეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის გაცემა. ავტორთა ჯგუფისთვის/თანაავტორებისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭებისას შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი მათ შორის თანაბრად ნაწილდება.

13.საქართველოს სახელმწიფო პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს, შემოქმედს ან/და სხვა ავტორს, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე გამოქვეყნდა და აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე დადგენილ პირობებს.

14.პირის გარდაცვალების შემდეგ მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 დეკ. 2018
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 4¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-12-17 · №3

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-12-07
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

  • 2²საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშების დამტკიცების წესი
  • 3საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობები
  • 2¹საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

  • 5აჭარის

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 17საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

გრანტების შესახებ

  • 5²ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი
  • 4გრანტის მიმღები

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 35ჯილდოდ მიღებული იარაღი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 9¹საქართველოს საპატიო მოქალაქეობა

პროკურატურის შესახებ

  • 83სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მინიჭების წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 59მოხელის წახალისება

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 24სახელმწიფო მოსამსახურის ფულადი ჯილდო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
355²49¹1759272²32¹248354
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მოქალაქეობ…გრანტების შესახებცეცხლსასროლი იარაღის შ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2021