„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 10. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში
1. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, მრჩეველთა საბჭოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ.
2. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების მიმოხილვას; ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო ხედვასა და სტრატეგიას; გ) შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; დ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ე) ინსპექტირების მიზნით განხორციელებული ვიზიტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ვ) გამოვლენილი დარღვევებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ზ) უბედური შემთხვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; თ) პროფესიული დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს.
3. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა.
4. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თავი IV შრომის ინსპექტორის სტატუსი, საქმიანობის ფარგლები და სამართლებრივი გარანტიები
