მეწარმეთა შესახებ

მუხლი 234. წევრის გასვლა კოოპერატივიდან

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გავიდეს კოოპერატივიდან. კოოპერატივიდან წევრის გასვლა დასაშვებია მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, გასვლამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გასვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

2.თუ წესდებაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის კოოპერატივის საქმიანობის საგანს, კოოპერატივიდან გასვლის უფლება აქვთ: ა) საერთო კრების მონაწილე კოოპერატივის წევრს, თუ მან გადაწყვეტილების მიმართ გამოხატა უარყოფითი პოზიცია, რომელიც შეტანილ იქნა საერთო კრების ოქმში, ან თუ ამ ოქმში აღნიშნული ინფორმაციის შეტანა უარყოფილ იქნა; ბ) საერთო კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის წევრს, თუ იგი კანონის ან წესდების მოთხოვნათა დარღვევით არ იქნა დაშვებული საერთო კრებაზე, ან თუ დაირღვა საერთო კრების მოწვევის პროცედურა, ანდა თუ მას გადაწყვეტილების საგანი ჯეროვნად არ გააცნეს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეიძლება შეტანილ იქნეს გადაწყვეტილების კოოპერატივის შესაბამისი წევრისთვის გაცნობიდან 1 თვის განმავლობაში. კოოპერატივიდან წევრის გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს, მაგრამ წესდებაში ამ პერიოდში შეტანილი ცვლილება კოოპერატივიდან გამსვლელ წევრზე არ ვრცელდება.

4.კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კოოპერატივიდან წევრის გასვლის გამო ცვლილება შეიტანოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში.

5.კოოპერატივის წევრთა რეესტრში დაუყოვნებლივ უნდა მიეთითოს კოოპერატივიდან წევრის გასვლის დასაბუთებული მიზეზი. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად მიიჩნევა კოოპერატივიდან მისი გასვლის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12309³⁰938231211302372332363354234
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსასოფლო-სამეურნეო კოოპ…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…სამომხმარებლო კოოპერაც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა