Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 54

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 54. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში.

2.ფრაქციაში გაწევრების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3.ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ამის შესახებ იგი წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

5.ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

6.ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ანგარიცხვის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

7.პარლამენტის წევრი ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად მიიჩნევა ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პარლამენტის წევრი შესაბამის ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან.

8.ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.

9.თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

10.ფრაქციის თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

11.ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში. 2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. 3. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ამის შესახებ იგი წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. 5. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 6. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ანგარიცხვის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. 7. პარლამენტის წევრი ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად მიიჩნევა ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პარლამენტის წევრი შესაბამის ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან. 8. ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. 9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. 10. ფრაქციის თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს  და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. 11. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 51ფრაქციის შექმნა
  • 53პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 52ფრაქციის რეგისტრაცია

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 7
  • 4ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.
  • 2ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია პარლამენტის მიერ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 42ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 39ფრაქციის შექმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 52ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 49ფრაქციის შექმნა
  • 51უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41423952495174251535254
მნიშვნელობით ახლოსსაპარლამენტო ფრაქციის …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026