მუხლი 103. პარტნიორის მიერ კონტროლის განხორციელების უფლება
1. ყველა პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობაში არ მონაწილეობს, უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და გაეცნოს მის საქმიან დოკუმენტაციას. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს.
2. ყველა პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობაში არ მონაწილეობს, უფლება აქვს, მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება და ამის თაობაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით წარადგინოს სარჩელი.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
