Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 3

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 3. პასუხისმგებლობა, შესატანი, ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2022.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: მეწარმეთა შესახებ
თემები:მენეჯმენტის ტრენინგიDAO მართვააქციონერთა დავებიაღმასრულებელი მენეჯმენტიდირექტორთა დავებისტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹55¹5²67891011

1.ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

2.(ამოღებულია).

3.სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.

4.კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე.

4¹.პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)).

5.საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

5¹.თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი.

5².თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია.

6.კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

7.პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8.თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე.

9.სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. წესდებით შესაძლებელია მათ მიერ შეტანილი შენატანებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.

10.ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.

11.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს წილების ან აქციების მფლობელთა ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის აქციების გასხვისებაზე, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის გასხვისებაზე, რაც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. 2. (ამოღებულია). 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის. 4. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე. 4 1 . პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)). 5. საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. 5 1 . თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი. 5 2 . თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია. 6. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. 7. პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 8. თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. 9. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. წესდებით შესაძლებელია მათ მიერ შეტანილი შენატანებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები. 10. ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. 11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს წილების ან აქციების მფლობელთა ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის აქციების გასხვისებაზე, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის გასხვისებაზე, რაც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2019
  2. 14 თებ. 2014
  3. 21 ოქტ. 2011

    მე-3 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც სახელმწიფო წილებისა და აქციების პრივატიზებას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონს უთანხმებს და შეთავაზებით პრივატიზებისას წესდებით განსხვავებული უფლება-მოვალეობების დადგენას დივიდენდის უფლების დაცვით უშვებს.

  4. 24 მაი. 2010· გამოქვეყნდა 10 მაი. 2010

    მე-3 მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა შეთანხმებას (წესდებას), სარეგისტრაციო განაცხადს მის ნაწილად და არარეგისტრირებადი შეთანხმების წერილობით ფორმას.

  5. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია — სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილეთა პასუხისმგებლობის წესი ამ მუხლიდან გავიდა.

  6. 10 მაი. 2008· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-3 მუხლში პასუხისმგებლობა გადანაწილდა ინდივიდუალურ მეწარმეზე, სამეწარმეო ამხანაგობაზე, სრულ და შეზღუდულ პარტნიორებზე; დაემატა დომინანტი პარტნიორის კომპენსაცია, ხოლო პარტნიორის კონტროლის უფლებაში აუდიტორი და არსებითი შეცდომის კრიტერიუმი.

  7. 1 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    3.5 პუნქტში შესატანის განხორციელების წესი, ვადა, წილი და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება წესდებით ან წერილობით ხელშეკრულებით, ვადის გადაცილებისას დამატებით ვადას დანარჩენი პარტნიორები განსაზღვრავენ, ხოლო ნახევრის რეგისტრაციამდე შეტანის, ნოტარიული დამოწმებისა და გარიცხვის გაფრთხილების ნორმები ამოღებულია.

  8. 1 აგვ. 2005· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    ამოღებულია წინადადება სალაროდან გახარჯული ფულისა და წილის შემცირების შესახებ. 3.8 პუნქტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზეა მორგებული და განსხვავებული უფლება-მოვალეობების დადგენას უშვებს წესდებით ან ნოტარიულად დამოწმებული ცალკე ხელშეკრულებით.

  9. 1 სექ. 1999· გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999

    3.4 პუნქტში პასუხისმგებლობა შეზღუდულია შეუტანელი შესატანის ოდენობით და შეიცვალა ბოროტად გამოყენების კრიტერიუმი; 3.5 პუნქტში ამოღებულია პარტნიორთა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზარალზე და შეუსრულებელი შესატანის გადანაწილება დაკავშირებულია მინიმალური საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობასთან.

  10. 4 მარ. 1999

    მე-3 მუხლიდან ამოღებულია სახაზინო საწარმოების პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოს სუბსიდიური პასუხისმგებლობის წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პარტნიორობის ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული გამჭვირვალობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მესამე მხარის რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 აგვ. 2021 · №70

  • 10 ცვლილება · ბოლო 31 დეკ. 2019
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 16 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 71საქართველოს საგადა… 158საქართველოს საგადა… 36საქართველოს საგადა… 9დაგროვებითი პენსიი… 2საქართველოს საბაჟო… 186ნებაყოფლობითი კერძ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 26პარტნიორის პასუხისმგებლობა
  • 10პასუხისმგებლობა სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით განხორციელებული მოქმედებისთვის
  • 112კომანდიტური საზოგადოების ცნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 937მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
  • 462სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი სოლიდარული კრედიტორების წინაშე
  • 455სოლიდარული უფლებამოსილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 35თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 77კრედიტორთა კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 25საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა
  • 27საჯარო და კერძო თანამშრომლობის გარანტიები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 249თავდებობა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11³ (დანართი 1)საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
271937462455158369218626101123523
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საბაჟო კოდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…მეწარმეთა შესახებ