მუხლი 150. სააქციო საზოგადოების ცნება
1. სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია აქციებად.
2. აქციონერი სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.
3. სააქციო საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
4. სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
