მეწარმეთა შესახებ

მუხლი 51. ცნება. საზოგადოების აქციათა რეესტრი

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

2.აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.

3.სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე, რომელიც იმავე კანონით განისაზღვრება.

4.სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.36 საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6021 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4190 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №443 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. 2. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. 3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე, რომელიც იმავე კანონით განისაზღვრება. 4. სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.36 საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6021 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4190 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №443 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. მე-3 პუნქტში 50 და ნაკლები აქციონერის მქონე საზოგადოებისთვის რეესტრის თვითონ წარმოების შესაძლებლობას დაემატა გამონაკლისი ანგარიშვალდებული საწარმოსთვის, რომლის რეესტრს დამოუკიდებელი რეგისტრატორი აწარმოებს. მე-4 პუნქტით აქციების გადაცემის წესი ჩანაცვლდა მითითებით, რომ აქციონერთა რეესტრი იწარმოება ეროვნული ბანკის წესების მიხედვით.

  3. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    51-ე მუხლის ოთხივე პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: აქციები განისაზღვრება წესდებით დადგენილი კლასითა და რაოდენობით, საკუთრება დასტურდება რეესტრის ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, ხოლო სერტიფიკატისა და ინდოსამენტის წესი ამოღებულია.

  4. 51.3 პუნქტში დამოუკიდებელი რეგისტრატორის სავალდებულო გამოყენების ზღვარი 100 აქციონერიდან 50 აქციონერზე შეიცვალა, ხოლო თვითწარმოების არჩევანი 50-ზე ნაკლებ აქციონერს უკავშირდება; ამოღებულია სიტყვა „სურვილისამებრ“.

  5. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999

    51.1 და 51.2 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა (აქციის განმარტება, პასუხისმგებლობა, კაპიტალის მინიმუმი, საკუთრების დადასტურება რეესტრით), ხოლო ახალი 51.4 აწესრიგებს აქციების გადაცემას.

  6. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 1998

    51-ე მუხლს დაემატა 51.3 პუნქტი აქციონერთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ: 100-ზე მეტი აქციონერისას სავალდებულოა დამოუკიდებელი რეგისტრატორი, სხვა შემთხვევაში არჩევანი საზოგადოებას აქვს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21153¹23¹148152181281621501511351
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს საგადასახა…იპოთეკით დაცული ობლიგა…