მუხლი 197. ხმის უფლების დამოუკიდებლად განხორციელება
1. ბათილია ხელშეკრულება ან წესდების ჩანაწერი, რომლითაც აქციონერს ევალება ხმის უფლების სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს მითითებით განხორციელება.
2. ბათილია შეთანხმება, რომელიც ზოგადად ავალდებულებს აქციონერს, ხმის უფლება სააქციო საზოგადოების ორგანოთა მითითებების შესაბამისად გამოიყენოს.
3. აქციონერი ან მისი წარმომადგენელი ხმის უფლებას ვერ გამოიყენებს, თუ საერთო კრება იხილავს ამ აქციონერისთვის სააქციო საზოგადოების მოთხოვნის წაყენების ან მასთან გარიგების დადების საკითხს, აღნიშნულ აქციონერს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი აქვს ან ეს საკითხი სხვაგვარად პირდაპირ უკავშირდება მას.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
