მუხლი 240. საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა
1. კოოპერატივის წევრები კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ თავიანთ უფლებებს ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საერთო კრების მუშაობაში და განახორციელოს თავისი ხმის უფლება.
3. ხმის უფლება არ შეიძლება გამოიყენოს იმ პირმა, რომლის საკითხსაც იხილავს საერთო კრება.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
