მუხლი 244. საერთო კრების ოქმი
1. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ საერთო კრების თავმჯდომარე და კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საერთო კრებას. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების მოწვევის მასალები.
2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს საერთო კრების ოქმს, აგრეთვე მიიღოს ამ ოქმის ასლი ან ოქმიდან ამონაწერი. საერთო კრების ოქმს კოოპერატივი ინახავს.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
