მუხლი 249. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო
1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო შედგება საერთო კრების მიერ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით.
2. საერთო კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება აქვს, მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო.
3. საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული წევრობიდან.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე ან სხვაგვარად განახორციელოს კოოპერატივის ხელმძღვანელობა.
5. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
