Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66¹⁴

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹⁴. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონითა და ამ ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელების კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.

2.უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ სამართლიანად.

3.სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნენ პირები, რომელთა პროფესიული გამოცდილება მათ მიერ ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრები.

4.სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან საერთო კრებას წარუდგინონ ინფორმაცია არსებული ან სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება შეაფერხოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

5.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს, ისევე, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომლის უფლებებსაც ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს აღნიშნული ორგანიზაცია, უფლება აქვთ, სამეთვალყურეო საბჭოს ჩართულობის, დახმარების ან/და დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციას, ხელშეკრულების შეწყვეტას ან უფლებების გამოთხოვას, წევრობის პირობებს, აგრეთვე ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ პირებს, რომელთა უფლებების ან უფლებათა კატეგორიების მართვასაც ახორციელებს აღნიშნული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ, როდესაც განსახილველი საკითხი შეეხება ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას.

7.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ ყველა საჩივარს ან მოთხოვნას უპასუხოს წერილობით. ამ ორგანიზაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.

8.სამეთვალყურეო საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მიმართვას  განიხილავს  დაუყოვნებლივ.

9.სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავა გადაწყვიტოს მხარეთა საუკეთესო  ინტერესების გათვალისწინებით და იმოქმედოს სამართლიანად და მიუკერძოებლად. დავის გადაწყვეტის პროცესის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია  იმოქმედოს  კეთილსინდისიერად.

10.დავის გადაწყვეტის პროცესში სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, გამგეობის წევრებს და ნებისმიერ თანამშრომელს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლოს წლიური ანგარიში და საბუღალტრო დოკუმენტები.

11.ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოშობილი დავა შეწყდება, თუ: ა) მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას; ბ) ნებისმიერი მხარე სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნის შეტყობინებას ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც იგი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს შეტყობინებას, რომ მხარეს აღარ სურს დავის გაგრძელება; გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეფასებით, საკითხი ვერ გადაწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი დავის ფარგლებში, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ დასაბუთებული წერილობითი შეტყობინება; დ) ამოიწურა საქმისწარმოებისთვის დაწესებული თავდაპირველი და დამატებითი ვადები, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება.

12.ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დავის განხილვა არ ართმევს მხარეს უფლებას, მიმართოს  სასამართლოს. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66¹³შემდეგი მუხლი 66¹⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს ფორმირება და შემადგენლობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66¹⁰

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹³ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება
  • 66¹⁵ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები
  • 66¹²ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 8სამეთვალყურეო საბჭო

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 14სამეთვალყურეო საბჭო

მეწარმეთა შესახებ

  • 250კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
  • 249კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო
  • 209სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

დაზღვევის შესახებ

  • 9¹მზღვეველის მმართველი ორგანოები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 24ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
866¹⁰66¹³66¹⁵66¹²9¹1425024920921132466¹⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …არასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…მეწარმეთა შესახებდაზღვევის შესახებმიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025