მუხლი 25. შენატანის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო.
2. პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანომ უნდა გასცეს წერილობითი ცნობა შენატანის განხორციელების, კერძოდ, შენატანის განხორციელების ვალდებულების, მისი შესრულების ან ნაწილობრივ შესრულების, აგრეთვე ამ ვალდებულების შესრულების ვადებისა და პირობების თაობაზე.
3. შენატანის განხორციელების შესახებ ცნობის ბრალეული უზუსტობისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
