1.ამ წესის მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდა ხორციელდება ამავე დანართით დადგენილი პირობების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი მომსახურების განხორციელებამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს მომსახურების გაწევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2.ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ წესის №1 დანართის 1.3−1.6 ცხრილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

