1.გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60–64 1 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 1 4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 09.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის დადგენილება №201 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.

