ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 45 დღით.

3.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ ბრალდებულს, აგრეთვე ბრალდებულს, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვანია ან 70 წელს გადაცილებულია, იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 105 დღით.

4.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72 1 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 90 დღით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 39

ყველა გადაწყვეტილება
  • №1139აპ-222023-01-3131
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახში ძალადობა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა

    საკასაციო პალატამ განიხილა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის დანიშნული პირობითი სასჯელის დამძიმების მოთხოვნა. პალატამ პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენი შეცვალა, რადგან ამნისტიით გათვალისწინებული 75 დღით შემცირება პირობით სასჯელზე არ ვრცელდებოდა. საბოლოოდ ძალაში დარჩა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №1781-242024-12-0529
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის განმეორებითი გამოყენებისას წინა განჩინების გათვალისწინება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, სწორად გავრცელდა თუ არა ამნისტია მსჯავრდებულის სასჯელზე, როდესაც ამავე კანონის საფუძველზე სასჯელი უკვე შემცირებული იყო. პალატამ დაადგინა, რომ 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებამ არ გაითვალისწინა ამნისტიის შესახებ 9 ოქტომბრის განჩინება და გააუარესა მსჯავრდებულის მდგომარეობა. სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და 28 ოქტომბრის განჩინება გააუქმა; ახალი საბოლოო სასჯელი სარეზოლუციო ნაწილში არ განუსაზღვრავს.

  • №1491-242024-11-2820
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გავრცელება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე

    საკასაციო სასამართლომ განიხილა ამნისტიის გამოყენება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მიმართ. პალატამ დაადგინა, რომ სსკ 378^2(2)(ა)-ით დანიშნული ექვსთვიანი სასჯელი ამნისტიას არ ექვემდებარებოდა, ხოლო წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი მეექვსედით უნდა შემცირებულიყო. მსჯავრდებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა გასაჩივრებული განჩინება შეიცვალა სასჯელის გამოთვლის დასაზუსტებლად. საბოლოოდ უცვლელად დარჩა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი 2 წელი, 5 თვე და 13 დღე და პირობითად ჩათვლილი 1 წელი და 8 თვე, იმავე ხანგრძლივობის გამოსაცდელი ვადით.

  • №1441-242024-11-2532
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიიდან გამორიცხული დანაშაული

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა 2024 წლის ამნისტია მსჯავრდებულის 2017 წლის განაჩენზე და შეიძლებოდა თუ არა ამ საჩივრის ფარგლებში ნასამართლობის მოხსნა. პალატამ დაადგინა, რომ მითვისების ან გაფლანგვის შესაბამისი შემადგენლობა ამნისტიიდან გამორიცხული იყო, ხოლო ნასამართლობის მოხსნას ცალკე წესი აქვს. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განჩინება, რომლითაც მოგვიანებით დანიშნული სასჯელი ამნისტიით 5 წლამდე და 10 თვემდე შემცირდა.

  • №1193აპ-242024-11-2223
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკასაციო განხილვის ფარგლები

    საკასაციო პალატამ განიხილა ოჯახში ძალადობისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის კანონიერება და სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ სასჯელი ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ამასთან, მან სააპელაციო განაჩენი 2024 წლის ამნისტიის საფუძველზე შეცვალა და საბოლოოდ მსჯავრდებულს 8 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა; ასევე გამოსცა დამცავი ორდერი.

  • №37აპ-242024-07-1056
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საპროცესო შეთანხმების სასამართლოს მიერ დამტკიცება

    უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საპროცესო შეთანხმების ნებაყოფლობითობა, ბრალდების მტკიცებითი საფუძველი და შეთანხმებული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა. მან შეცვლილი პირობებით დაამტკიცა შეთანხმება, სააპელაციო განაჩენი შეცვალა და გამოხმობილი საკასაციო საჩივრები განუხილველად დატოვა. თითოეულ მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთი წელი, რვა თვე და თხუთმეტი დღე საპატიმროში მოსახდელია, ხოლო სამი წელი, სამი თვე და თხუთმეტი დღე პირობითია; სასჯელი ამნისტიით სამოცდათხუთმეტი დღით შემცირდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72¹7350586452056423889641
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიამნისტიის შესახებნარკოტიკული დანაშაულის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა