Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 8

ამნისტიის შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პერიოდში იმავდროულად ცნობილ იქნა ბრალდებულად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე.

2.იმ პირის მიმართ, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და რომელსაც იმავე პერიოდში ან ამ კანონის ამოქმედებამდე სასჯელის სახით  ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე.

3.მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.

4.ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

5.მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4−მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

6.ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

7.ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მის მიერ საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადის იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადით შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე.

8.ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-04-16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3მუხლი 4მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 12—
  • 1—
  • 6—

ამნისტიის შესახებ

  • 12—
  • 9—
  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 14—
  • 11—

ამნისტიის შესახებ

  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 3—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
414113356341112112948
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 აპრ. 2022