ამნისტიის შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით შეფარდებული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 45 დღით.

3.2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ მსჯავრდებულს, აგრეთვე მსჯავრდებულს, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვანია ან 70 წელს გადაცილებულია, აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 105 დღით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38050585958713138089532
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…ნარკოტიკული დანაშაულის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა