“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 181

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავტოტრაქტორის ტექნიკის მოხსნილი მაკომპლექტებელი დეტალები, რომლებიც გადაზიდვისას განლაგებულია კაბინაში, სალონში, საბარგულში ან დახურულ ძარაში, აგრეთვე თავიანთ ადგილებზე დამაგრებული კვანძები, შეიძლება შეუფუთავად გადაიზიდოს.

2.თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით ან ვაგონთა ჯგუფით, სათანადოდ შეფუთული მაკომპლექტებელი დეტალების, კვანძების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტის ტრანსპორტირება ხორციელდება ავტოტრაქტორის ტექნიკის საერთო პარტიასთან ერთად, დახურულ ვაგონებში მოთავსებულ უნივერსალური კონტეინერებში. ამ შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი ზედნადების მე-4 გრაფაში მიუთითებს: „მაკომპლექტებელი დეტალები, კვანძები და ინსტრუმენტი არ არის ჩატვირთული“.

3.ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვისას სპეციალიზებულ ვაგონებში ადვილმოსახსნელი მაკომპლექტებელი დეტალების და კვანძების დემონტაჟი და მსხვრევადი დეტალების დაცვა სავალდებულო არ არის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20142118618018228 (დ…29 (დ…74181
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საბაჟო კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა