Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 29 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 29 (დანართი 1). დამატებითი მოთხოვნები ნაგავსაყრელის მოწყობის მიმართ

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ნაგავსაყრელის მოწყობისას გამოყენებული მასალები, პროდუქტები, სისტემები და ის ტექნიკური სპეციფიკაციები, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს, უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და უზუნველყოფდნენ ნაგავსაყრელის აუცილებელი გრძელვადიანი დაბინძურების პრევენციას.

2.ნაგავსაყრელის მოწყობა უნდა განხორციელდეს: ა) სამშენებლო სტანდარტებისა და სამშენებლო სამუშაოების კონტროლთან, თითოეული აშენებული ელემენტის გამოსაცდელ ამუშავებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული წესების (მოთხოვნების) გათვალისწინებით; ბ) ნაგავსაყრელის ყველა სისტემისა და კომპონენტის მიმართ, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების არსებული მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარი შესაბამისობის დადასტურებით.

3.ნაგავსაყრელის ფსკერის საიზოლაციო ფენის მოწყობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გეომემბრანის გვერდითი და ქვედა ნაწილების გადაბმის ადგილებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საიზოლაციო სისტემის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირება გამონაჟონის გადინების თავიდან აცილებისა და მისი ეფექტური შეგროვების საშუალებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

4.საჭიროების შემთხვევაში ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის დაგების და მონტაჟის წინ უნდა მოეწყოს მიწისზედა სადრენაჟო და წყალგამყვანი სისტემა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის ზედაპირულ წყალთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

5.ნებისმიერი ნაგავსაყრელის გეომემბრანის გვერდითი ნაწილები უნდა წარმოადგენდნენ ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის გაგრძელებას და მთლიანად ფარავდნენ გვერდითი ჯებირების შიდა მხარეს.

6.ქვედა და ზედა საიზოლაციო სისტემების კომპონენტების მონტაჟით (გეომემბრანების დაგებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ნაწილების შეერთების ჩათვლით) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი: ა)   ნარჩენების მოსალოდნელი დატვირთვით გამოწვეულმა დეფორმაციამ და ჯდენამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე გეომემბრანისა და საიზოლაციო ფენების მთლიანობას; ბ) ქვედა და ზედა საიზოლაციო ფენის სისტემისათვის გამოყენებული მასალების ხარისხი და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში წარმოდგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის დროს მინერალურ ფენაში გამოყენებული მასალის სიმკვრივის, წყლის შემცველობისა და ერთგვაროვნების ხარისხი უნდა განისაზღვროს  ტესტირებისა და შესაბამისობის დადგენის მეთოდებით ამ ტექნიკური რეგლამენტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად საფენის ზედაპირის ყოველი 1000 მ 2 ფართობის მქონე სექციაზე; დ) ყველა ობიექტის სიმაღლე და დახრილობა უნდა შეესაბამებოდეს ნაგავსაყრელის დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულ სიდიდეებს; ე) ნაგავსაყრელის ქვედა საფენისა და ზედაპირის საიზოლაციო სისტემის მოწყობაში გამოყენებული გრუნტის მასალის სიმკვრივე უნდა გადამოწმდეს სულ მცირე დაგებული მასალის ყოველ 100 მ 2 -ზე; ვ) დაგებული მინერალური გამტარუნარიანობის კოეფიციენტი უნდა გადამოწმდეს შესაფერისი ლაბორატორიული ან საველე ტესტებით დაგებული მასალის ყოველ 2000 მ 2 -ზე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ. თავი I II ოპერირება და ტექნიკური მომსახურება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 28 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 30 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 15 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ქვედა საიზოლაციო ფენის სისტემა
  • 28 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის საჭირო დამხმარე/საწარმოო ნაგებობები და სისტემები
  • 21 (დანართი 1)ზედა საიზოლაციო სისტემა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 22ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 20სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები
  • 23არსებული ნაგავსაყრელი

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 47 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ ატმოსფერული ნალექების გადაყვანისა და ძირითად საინჟინრო კომუნიკაციების სისტემებთან დაერთების წესი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 55სამშენებლო მოედანი და მშენებლობის პროცესის უსაფრთხოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 97სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)აზბესტის ნარჩენები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 9ზოგადი სავალდებულო წესები

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22202315 (დ…28 (დ…21 (დ…13 (დ…3 (და…5547 (დ…97929 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…ტერიტორიების გამოყენებ…განსაკუთრებული მნიშვნე…ენერგეტიკისა და წყალმო…სახიფათო ნარჩენების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026