Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 20

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 20. სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფა და ტვირთის გადასაზიდად წარდგენა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებაპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.რკინიგზა ვალდებულია, ტვირთის გადაზიდვის განაცხადის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ან ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე, დადგენილ ვადაში, დასატვირთად გამოყოს ტვირთის გადასაზიდად ვარგისი, ტვირთის ნარჩენებისა და ნაგვისაგან გაწმენდილი და, საჭიროების შემთხვევაში, გარეცხილი და დეზინფიცირებული ვაგონი (კონტეინერი).

2.გაუსუფთავებელი სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდება დაიშვება ტვირთგამგზავნის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას ასუფთავებს ტვირთგამგზავნი, თუ რკინიგზა მას აუნაზღაურებს გაწეულ ხარჯს. მხარეთა შეთანხმებით ტვირთგამგზავნს გამოეყოფა საკმარისი დრო ვაგონის (კონტეინერის) გასაწმენდად.

3.რკინიგზის სადგური ვალდებულია, ტვირთგამგზავნს შეატყობინოს საჭირო ვაგონის (კონტეინერის) დასატვირთად გამოყოფის დრო გამოყოფამდე არა უგვიანეს 2 საათისა.

4.თხევადი ტვირთის ჩასხმისათვის რკინიგზის კუთვნილ ვაგონ-ცისტერნასა და ვაგონ-ბუნკერს ამზადებს რკინიგზა ან ტვირთგამგზავნი რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5.თხევადი ტვირთის ჩასასხმელად იმ სპეციალიზებული ცისტერნის მომზადებას, რომელიც არ წარმოადგენს რკინიგზის საკუთრებას ან მის მიერ გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.

6.ტვირთის ცისტერნაში ჩასხმის წინ ცისტერნის ჰერმეტულობის, მისი არმატურისა და უნივერსალური ჩამოსასხმელი მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

7.კომერციული თვალსაზრისით ვაგონის ვარგისიანობას ტვირთის გადასაზიდად (ვაგონში (კონტეინერში) სპეციფიკური სუნისა და სხვა ამგვარი ფაქტორების არსებობა, რომლებიც დატვირთვისას და მსვლელობის გზაზე გავლენას ახდენს ტვირთის მდგომარეობაზე, აგრეთვე ვაგონის (კონტეინერის) ძარების შიდა კონსტრუქციების თავისებურებანი და სატვირთო ნაკვეთურების მდგომარეობა) განსაზღვრავს ვაგონის დამტვირთავი, ხოლო კონტეინერისას – ტვირთგამგზავნი.

8.ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ტვირთის გადასაზიდად მიწოდებულ უვარგის სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია შეცვალოს იგი ვარგისი ვაგონით (კონტეინერით).

9.სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ტვირთის დატვირთვისათვის ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფისას რკინიგზა განსაზღვრავს გასაგზავნი ტვირთის დასატვირთად მის ტექნიკურ ვარგისიანობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთის გადაზიდვის განაცხადის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ან ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე, დადგენილ ვადაში, დასატვირთად გამოყოს ტვირთის გადასაზიდად ვარგისი, ტვირთის ნარჩენებისა და ნაგვისაგან გაწმენდილი და, საჭიროების შემთხვევაში, გარეცხილი და დეზინფიცირებული ვაგონი (კონტეინერი). 2. გაუსუფთავებელი სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდება დაიშვება ტვირთგამგზავნის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას ასუფთავებს ტვირთგამგზავნი, თუ რკინიგზა მას აუნაზღაურებს გაწეულ ხარჯს. მხარეთა შეთანხმებით ტვირთგამგზავნს გამოეყოფა საკმარისი დრო ვაგონის (კონტეინერის) გასაწმენდად. 3. რკინიგზის სადგური ვალდებულია, ტვირთგამგზავნს შეატყობინოს საჭირო ვაგონის (კონტეინერის) დასატვირთად გამოყოფის დრო გამოყოფამდე არა უგვიანეს 2 საათისა. 4. თხევადი ტვირთის ჩასხმისათვის რკინიგზის კუთვნილ ვაგონ-ცისტერნასა და ვაგონ-ბუნკერს ამზადებს რკინიგზა ან ტვირთგამგზავნი რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. თხევადი ტვირთის ჩასასხმელად იმ სპეციალიზებული ცისტერნის მომზადებას, რომელიც არ წარმოადგენს რკინიგზის საკუთრებას ან მის მიერ გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი. 6. ტვირთის ცისტერნაში ჩასხმის წინ ცისტერნის ჰერმეტულობის, მისი არმატურისა და უნივერსალური ჩამოსასხმელი მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 7. კომერციული თვალსაზრისით ვაგონის ვარგისიანობას ტვირთის გადასაზიდად (ვაგონში (კონტეინერში) სპეციფიკური სუნისა და სხვა ამგვარი ფაქტორების არსებობა, რომლებიც დატვირთვისას და მსვლელობის გზაზე გავლენას ახდენს ტვირთის მდგომარეობაზე, აგრეთვე ვაგონის (კონტეინერის) ძარების შიდა კონსტრუქციების თავისებურებანი და სატვირთო ნაკვეთურების მდგომარეობა) განსაზღვრავს ვაგონის დამტვირთავი, ხოლო კონტეინერისას – ტვირთგამგზავნი. 8. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ტვირთის გადასაზიდად მიწოდებულ უვარგის სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია შეცვალოს იგი ვარგისი ვაგონით (კონტეინერით). 9. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ტვირთის დატვირთვისათვის ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფისას რკინიგზა განსაზღვრავს გასაგზავნი ტვირთის დასატვირთად მის ტექნიკურ ვარგისიანობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მატარებლის ავარიის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 28რკინიგზისა და ტვირთმიმღების მოვალეობები ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ
  • 45რკინიგზის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისათვის და ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობა მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყენებლობისათვის
  • 41ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 19 (დანართი 1)ტრანსპორტირება და გადამტვირ თავ ი სადგურები

საზღვაო კოდექსი

  • 153
  • 145
  • 121

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 7ნარჩენების

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 9 (დანართი 1)
  • 27 (დანართი 1)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 107რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2845411071531451216769 (და…27 (დ…719 (დ…20
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…მუნიციპალური ნარჩენები…საზღვაო კოდექსინარჩენების მართვის კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026