“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 281

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ სასაზღვრო პუნქტებში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის შესამოწმებლად და ლაბორატორიული ანალიზის ან ექსპერტიზის მოსაწყობად აღებულ იქნა ნიმუშები, მცენარეთა დაცვის სანსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფორმებს შესაბამის აქტს‚ რომელიც დგება სასაზღვრო გადამცემი სადგურისა და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. აქტის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ ხოლო მეორე ინახება იმ სადგურში‚ სადაც მოხდა ნიმუშების ამოღება.

2.სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში დასნებოვნებული ტვირთის გამოვლენისას, მცენარეთა დაცვის სანსახური, საჭიროებისას, აწესებს შესასრულებლად სავალდებულო საკარანტინო მოთხოვნებს.

3.სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სანსახური.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
676142792832825412²2331 (დ…9 (და…27 (დ…157281
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…სურსათის/ცხოველის საკვ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა