1.პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის
სასაზღვრო და საბაჟო
კონტროლს. საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გატანის კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში.
2.საზღვარგარეთიდან მომავალი, აგრეთვე საქართველოდან მიმავალი სანაოსნო საშუალების კაპიტანს, საჰაერო ხომალდის მეთაურს, მატარებლის უფროსს, ავტოტრანსპორტის მძღოლს მისი ტრანსპორტით პირთა უკანონოდ შემოყვანა-გაყვანისათვის, აკრძალული ტვირთის გადაზიდვა-გადმოზიდვისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.საზღვარგარეთიდან მომავალი ტრანსპორტის შემოწმება ხდება მფლობელის (მისი წარმომადგენლის) და/ან ამ ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის თანდასწრებით. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში ტრანსპორტის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია მესაზღვრეებს შესამოწმებლად წარუდგინოს ტრანსპორტი, მისცეს მათ შესაძლებლობა გახსნან დალუქული ვაგონი, ავტომობილი, კონტეინერი, წყლის და საჰაერო ტრანსპორტის სხვა სათავსები.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადისსასაზღვრო და საბაჟოკონტროლს. საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გატანის კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში.2. საზღვარგარეთიდან მომავალი, აგრეთვე საქართველოდან მიმავალი სანაოსნო საშუალების კაპიტანს, საჰაერო ხომალდის მეთაურს, მატარებლის უფროსს, ავტოტრანსპორტის მძღოლს მისი ტრანსპორტით პირთა უკანონოდ შემოყვანა-გაყვანისათვის, აკრძალული ტვირთის გადაზიდვა-გადმოზიდვისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.3. საზღვარგარეთიდან მომავალი ტრანსპორტის შემოწმება ხდება მფლობელის (მისი წარმომადგენლის) და/ან ამ ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის თანდასწრებით. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში ტრანსპორტის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია მესაზღვრეებს შესამოწმებლად წარუდგინოს ტრანსპორტი, მისცეს მათ შესაძლებლობა გახსნან დალუქული ვაგონი, ავტომობილი, კონტეინერი, წყლის და საჰაერო ტრანსპორტის სხვა სათავსები.საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №22 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2000ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-14 მუხლის პირველ პუნქტში საგადასახადო კოდექსით დადგენილი ეკონომიკური საზღვრის სახელმწიფო კონტროლის ნაცვლად მითითებულია საბაჟო კონტროლი.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.