სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატვირთო მატარებლის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები ამოწმებენ მატარებლის სანატურო ფურცელში მითითებული ვაგონების რაოდენობისა და შემადგენლობაში არსებული ვაგონების რაოდენობის შესაბამისობას.

2.ტვირთის შემოწმება ხდება სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

3.ვაგონზე დამღის დარღვევის, ვაგონის დაზიანების ან სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც მოწმობენ სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდული მასალის გადამალვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი  უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები იწვევენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით ადგენენ აქტს მოქმედი წესის შესაბამისად.

4.შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი  უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები უფლებამოსილი არიან საბაჟო გამშვები პუნქტის, რკინიგზის წარმომადგენლებისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით შესამოწმებლად გახსნან დალუქული ვაგონი (კონტეინერი), რაზედაც დგება სათანადო აქტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282014153557 (და…5 (და…27 (დ…12271579 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…უცხოელთა და მოქალაქეობ…თავისუფლების ქარტია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა